NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივების მხარდაჭერით გამოვიდნენ, - ამის შესახებ მათ გერმანიაში გამართულ კონფერენციაზე „ადამიანები ევროპაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს.
დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსეთის ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში არ შეცვლილა, რის გამოც მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები სავარაუდოდ, კვლავ გახანგრძლივდება.
მისი თქმით, სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება რუსეთის წინაშე „სრულ კაპიტულაციად" ჩაითვლებოდა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და მემარჯვენე ნაციონალისტების მხარდაჭერა ევროპაში.
მისივე თქმით, საჭიროა მოსკოვთან კონტაქტების გაგრძელება, რათა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთში დემოკრატია გაძლიერდეს.