თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს.
სტუდენტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა 15:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად სხვა სტუდენტებიც დაიწყებენ.
თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში ვლადიმერ პაპავას გადადგომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.