logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: რა აყვირებდა „ტრუხაზე“, თუ არ ჩამოდიოდა?
- +

11 ოქტომბერი. 2016. 16:23



თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ ლაშა ბერულავას facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს:


 

„და სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე, თუ არ ჩამოდიოდა?

 

რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა, მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია - ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში - გაზომილია). მითუმეტეს, ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1-პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა.

 

და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ „გადაგვაგდო", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ლაშა ბერულავას facebook-გვერდზე.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner