logo_geo
eng_logo
ხათუნა ლაგაზიძე: რაღაც ძალებს ქვეყანა შეგნებულად მიჰყავთ ქაოსისკენ
- +

16 მარტი. 2016. 14:49



ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს კარგად დაგეგმილ სცენარს უწოდებს და აცხადებს, რომ დარტყმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდა თაობაა. ამის შესახებ ლაგაზიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ  გარკვეულ ძალებს ქვეყანა შენგებულად მიჰყავთ ქაოსისა და დესტაბილიზაციისკენ.


„ამორალურია ის, რაც ხდება და ამ ამორალობასთან უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების დაკავშირება თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ თუ შევხედავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთი ძალიან კარგად დაგეგმილი სცენარი იკვეთება. რაღაც ძალებს ქვეყანა შეგნებულად მიჰყავთ ქაოსისკენ, დესტაბილიზაციისკენ. მთავარი დარტყმა ხორციელდება საზოგადოებაზე და ახალგაზრდა თაობაზე მათი დემორალიზაციის მიზნით. ის კადრებიც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და კვლავ აანონსებენ, მიმართულია მომავალი თაობის წინააღმდეგ, რათა მათი დემორალიზაცია მოხდეს და მათ აღარ გაუჩნდეთ ასეთ ქვეყანაში საქმის კეთების სურვილი. რაც ხდება უნივერსიტეტში, ესეც არის მართული პროცესი. არ ვგულისხმობ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლების იდეისთვის დგანან იქ, არიან ამ პროცესის მონაწილენი. მაგრამ ისინი, ვინც ამ პროცესების მიღმა დგანან, არიან მაპროვოცირებლები ამ ყველაფრის და აქვთ ერთი კონკრეტული მიზანი - გახლიჩონ ახალგაზრდობა ორ ნაწილად", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner