დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წარმომადგენლის თათია დოლიძის გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს და სტატუსს წერს:
„იმ დროს, როცა ქვეყანაში მიმდინარეობს პარტიული დაკა-დაკა, დაშლა-არმოშლა, შიდა დაპირისპირება, ჩვენი მომავალი უკვე თავს იჩენს... ღირსეულად, პროფესიულად და საიმედოდ! ამათ გავუხსნათ გზა და გვეშველება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.