თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქი დაინტერესდა, თუ რა სიტუაციაა უნივერსიტეტში.
„შეხვედრა მისი უწმინდესობის თხოვნით მოეწყო. ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა, ჩემგან გაეგო, კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია და დღეს რა მდგომარეობაა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, ახალგაზრდობისადმი, სტაბილურობისა და განვითარებისადმი. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისადმი, რომ ილოცონ", - განაცხადა პაპავამ.