logo_geo
eng_logo
Facebook-ში სკანდალური ფოტო ვრცელდება
- +

11 ოქტომბერი. 2016. 19:52


 



სოციალურ ქსელში facebook გვერდი „მიხეილ უკრაინოლოგი" უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გია გეწაძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.


როგორც facebook გვერდზე წერია, ფოტო გადაღებულია 2004 წელს და მასზე ასახულები არიან ბოთლებზე ჩამოსაჯდომად გამზადებული უგონოდ ნასვამი "ნაციონალი" პარლამენტარი გიორგი უკლება, იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი გია გეწაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია გიორგაძე, ქუთაისის ვიცე-მერი გია ჯიბლაძე, "თავისუფლების ინსტიტუტის" კოორდინატორი იმერეთის მხარეში გოჩა ჩხეტია და კიდევ რამდენიმე პიროვნება.


შეგახსენებთ, გია გეწაძე მას, ვინც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი გაბედავას ფიზიკურად გაუსწორდა, ჯილდოს სთავაზობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner