logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებში ადანაშაულებდენენ
- +

11 ოქტომბერი. 2016. 21:04


 


უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ოდესის საპორტო ქარხნის ღირებულების შემცირებასთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო  კავშირს გამოიძიებს.


როგორც სააგენტო РБК-Украина იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის, სნაზარ ხოლოდნიცკის განცხადებაში.


გამოძიება უკრაინის რადას რამდნეიმე დეპუტატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.


2016 წლის 12 სექტემბერს ფრაქცია „სახალხო ფრონტის" დეპუტატებმა,  ნიკოლაი კნიაჟნიცკიმ, პაველ პინზენუკმა, ალექსანდრ დროზდიკმა და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა უკრაინის გენერალურ პორკურატურაში შეიტანეს განცხდება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მისამართით ბრალდებებს მოიცავდა.


კერძოდ, დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებში ადანაშაულებდენენ. მათი მტკციებით, სააკაშვილის ქმედებებმა ოდესის საპორტო ქარხნის გასაყიდი ფასის შემცირება გამოიწვია, რის გამოც სახელმწიფო 6,5 მილიარდი გრივნით დაზარალდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner