logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: 37 ევრო სულაც არ ნიშნავს, რომ დანიშნულების ადგილამდე 37 ევროდ ჩახვალთ
- +

17 თებერვალი. 2016. 16:47


„სანამ გაგიხარდებათ, კარგად გაერკვიეთ ამა თუ იმ ავიაკომპანიის სარეკლამო ბუკლეტში", - ამ კომენტარს კომპანია „ვიზეარის" ფასებთან დაკავშირებით საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აკეთებს:


„wizzair მშვენიერი ავიკომპანიაა იაფფასიან ავიაკომპანიებს შორის, მაგრამ ფასები მაინც გადაამოწმეთ. 37 ევრო სულაც არ ნიშნავს, რომ დანიშნულები ადგილამდე 37 ევროდ ჩახვალთ. ამას ბევრი რამე ემატება, ადგილზე გადასახადი...  

 

დეკემბერში გადმოვფრინდი ამ ავიაკომპანიით სოფიადან ბრიუსელში და საიტზე დაფიქსირებული 60 ევროს ნაცვლად იმდენი დანამატი აღმოჩნდა, რომ ბოლო სერიაში 250 ევრო გადავიხადე. ამიტომ, სანამ გაგიხარდებათ, კარგად გაერკვიეთ ამა თუ იმ ავიაკომპანიის სარეკლამო ბუკლეტში, სინამდვილეში რა მომსახურებას გთავაზობენ და ის ციფრი, რაც გამოტანილია რეკლამის ბანერზე, სინამდვილეში რისი ფასია... რეკლამის მსხვერპლი ნუ გახდებით, ჩემო მეგობრებო, და ეს პოსტი არც „ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგის" დაწერილია და არც „ქვეყანა რომ შენდება და ამაზე დაბოღმილია" იმ პოზიციიდან. პირიქით, ძალიან გამიხარდა და ძალიან მესიამოვნა, რაც მეტად განვითარდება ჩემი ქვეყანა მით უკეთესი. უბრალოდ, მერე არ მოხდეს იმედგაცრუება და ხმამაღალი განცხადებები, დაახლოებით ასეთ სტილში - „ბიჭო, ამ მთავრობამ რა გვიქნა, 37-ევროიან ბილეთებს გვპირდებოდა და სინამდვილეში ასე არ ყოფილა, ძმაო"..." - ამბობს ფოფხაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner