პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" პრესსამსახურის თანამშრომელმა ლევან ტაბიძემ თანამდებობა დატოვა.
ის მხოლოდ თანამშრომელი იყო და პარტიის წევრი არ ყოფილა.
„მე პაატა ბურჭულაძის პარტიაში აღარ ვმუშაობ. მხოლოდ თანამშრომელი ვიყავი, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. პოსტი სამი დღის წინ დავტოვე", - აღნიშნა ლევან ტაბიძემ.