logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დამარცხებისთვის განწირული „ნაცმოძრაობა“ რთული დილემის წინაშე დადგა
- +

11 ოქტომბერი. 2016. 23:46


 


„ქართული ოცნების"  აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა" ძალიან რთული დილემის წინაშე დადგა, რადგან ეს პარტია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ნაციონალებმა" თამასა ძალიან მაღლა ასწიეს, როცა მოგებაზე და არარეალურ ციფრებზე საუბრობდნენ.


შესაბამისად, შექმნეს არარეალური მოლოდინი და ის დღევანდელი პროცესები, რაც ამ პარტიაში წარიმართა, სწორედ ამ იმედგაცრუების შედეგია. კონკრეტულ ლიდერებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები მაგიდაზე ედოთ, რაც იმ შედეგებს აჩვენებდა, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიდო.  მათ ზუსტად იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ; იცოდნენ, რომ გამარჯვება გამორიცხული იყო და ისინი დამარცხებისთვის განწირული იყვნენ", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის არანაირი განსხვავება არ არის.


თითქოს, საუბარია მათ რიგებში აზრთა სხვადასხვაობაზე და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობაზე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამ პარტიამ როგორი მოდიფიკაციაც არ უნდა განიცადოს, მათი გუნდი მაინც ისეთად დარჩება, როგორიც ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს", - განაცხადა "ქართული ოცნების"  აღმასრულებელმა მდივანმა.


როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" ამოცანა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება იყო და პარტიას გათვლა სწორედ 50%-ზე ჰქონდა.


ასეთ შემთხვევაში, მატემატიკური გათვლით, მინიმუმ, ოლქების ნახევარში მეორე ტური გვიწევდა. ეს ასეც მოხდა და არჩევნებმა სწორედ ეს შედეგი მოიტანა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა და მართალია, მეორე ტურის ჩატარება გაცილებით მეტ ოლქში გვიწევს, ვიდრე ნახევარია, მაგრამ ეს დემოკრატიის ხარისხის ზრდის მაჩვენებელია.  მეორე ტურში ცუდი არაფერია. მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ჩვენმა გუნდმა შემოიღო, რაც ჩვენი დეპუტატების ლეგიტიმაციის ხარისხს გაზრდის", - განაცხადა კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner