logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ!
- +

11 ოქტომბერი. 2016. 23:49


 


დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მმართველი გუნდის წევრმა გადაცემა 2030-ში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებასთან და კონსტიტუციის გადასიჯვასთან დაკავშირებით ისაუბრა.


თუ საკითხს ზოგად თეორიულ პრიზმაში განვიხილავთ, ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა შესაძლოა, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, მაგრამ ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაისინჯება. ფართო საზოგადოებასთან ერთად, ამ პროცესში პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებიც უნდა ჩაერთონ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, არასაპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობა აუცილებლად გვექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner