ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას facebook-სტატუსი:
„მართალია ეს ნაც-ამომრჩეველი და შეეკითხე თუ გინდა! რა უნდა გააკეთოს 27-მა ნაც-დეპუტატმა პარლამენტში? რა და ჩასხდნენ სავარძლებში, ჰქონდეთ იმუნიტეტი, ხელფასი, მანქანა, არ იარონ სხდომებზე, იგრიალონ ბრიუსელში, ავსტრიაში, ამერიკაში, ხანდახან შეიარონ პლენალურ სხდომებზე და იყვირონ, გალანძღონ ქოცები, მერე ან მიაჭირონ პულტებს ხელი და ან, ვის რაში ტენია მაგათი მიჭერა, ხოდა მართალია ეს მრევლი, ხმა მისცეს. ვერც ბიძინას აყირავებენ, ვერც ხელისუფლებას, არადა რა შანსი იყოო, ცეცხლი ქუჩაში, ქარიზმა, ბარიკადები, რევოლუცია და მიშას ოდესიდან შეძახილი, გამაგრდით, დასცხეთ მაგათ, მე მოვდივაროო. ხოდა ასე, 27 მანდატი და გადაგდებული სექტა. ალაჰ აკბარ მიშაა", - წერს ნინო ჯღარკავა.