logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

12 ოქტომბერი. 2016. 02:17




„ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო.


უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან.


„ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით კი, მათ შტაბთან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა.


მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით. სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.


დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელზეც, მათი განმარტებით,ის პირები არიან ასახული, ვინც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ. აღნიშნული პირები ფოტოზე წითელი ხაზით არიან გამოყოფილი.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner