logo_geo
eng_logo
ისტორიის მუზეუმში „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ პროექტის ფარგლებში გამოფენა გაიხსნება
- +

12 ოქტომბერი. 2016. 10:46


                  

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა".


12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება პრესკონფერენცია ხუთი ქართველი თანამედროვე ხელოვანის ერთობლივი გამოფენის შესახებ.


„აქ-იქ - ადგილმდებარეობის საკითხები. ქართული თანამედროვე ხელოვნება" პროექტის - „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ფარგლებში, რიგით მესამე გამოფენა 15 ოქტომბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება.


პროექტი აერთიანებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხუთ ქართველ ხელოვანს - სოფია ტაბატაძე, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, ლადო დარახველიძე, თამუნა ჭაბაშვილი. 


იბადება კითხვა, თუ რამდენად ახდენს ზეგავლენას ადგილმდებარეობა ხელოვანთა შემოქმედებაზე; ხასიათდება თუ არა თითოეული ნამუშევარი რაიმე გამორჩეული სპეციფიკით, რასაც გეოგრაფიული არეალი განაპირობებს; ახდენს თუ არა ნამუშევრების ფორმირებაზე გავლენას ის სივრცე, რომელშიც ავტორები დაიბადნენ და აღიზარდნენ; ყველა ამ კითხვაზე პასუხს დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს - სადაც არ უნდა იყოს შექმნილი ესა თუ ის ნამუშევარი, საქართველოს ადგილმდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მატერიალური მხატვარს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეუხამოს ფორმის საერთაშორისო და ლოკალური, სპეციფიკური ენა - სწორედ ,,აქ იქ" ქმნის გამოფენის ხასიათს.


კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" მიზანად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და  განვითარებას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner