logo_geo
eng_logo
თბილისის მერის ყოფილი მოადგილის სკანდალური ჩვენება!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 10:59



თბილისის მერის ყოფილი მოადგილის ტარიელ ხიზანიშვილის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა:





2009 წლის ბოლოს დამიბარა ქალაქ თბილისის მერმა გიორგი უგულავამ, მე ავედი მასთან მის სამუშაო კაბინეტში, 21- სართულზე. შეხვედრას ვესწრებოდით მხოლოდ ჩვენ ორნი. უგულავამ მითხრა, რომ 2010 წლის დაგეგმილ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის, საჭირო იყო ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების სახელფასო უზრუნველყოფა. ამ მიზნით მან დამავალა, რომ ჩემი კურატორობის ქვეშ მყოფ შპს თბილსერვის ჯგუფში" ჩამომეყალიბებინა ერთი განყოფილება, სადაც ფორმალურად გაფორმდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ხელფასის სახით მიიღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხას. უგულავამ დამავალა, რომ ასოციაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობიდან" გადამეყვანა ის პარტიული აქტივი, რომლებიც უნდა დანიშნულიყვნენ შპს თბილსერვის ჯგუფში" გახსნილ განყოფილებაში თანამშრომლებად.

ნინო თევდორაძემ, რომელიც იმ პერიოდში საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობდა, გადმომცა აქტივისტების საშტატო განრიგი და ხელფასთა ნუსხა, რომელიც შეთანხმებული იყო გიგი უგულავასთან:

 

- 514 საშტატო ერთეული, აქედან - განყოფილების უფროსი - ხელფასი 1650 ლარი,

- განყოფილების უფროსის მოადგილე 2 საშტატო ერთეული - ხელფასი 1320 ლარი,

- 10 საშტატო ერთეული მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე - ხელფასი 1100 ლარი,

- წამყვანი სპეციალისტი, 500 საშტატო ერთეული - ხელფასი 400 ლარი,

- ერთიც ოპერატორი - ხელფასი 750 ლარი,

 

მხოლოდ თბილსერვის ჯგუფის" 1 განყოფილებიდან, ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ყოველთვიურად ფინანსდებოდნენ 216 075 ლარით.

 

თბილსერვისის" სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ:

 

1) ბადრი ბასიშვილი,

2) ეკა ხერხეულიძე,

3) ირაკლი ქავთარაძე,

4) გიორგი ხახნელიძე,

5) მამუკა ხერხეულიძე.

 

ასეთივე სქემა მოქმედებდა სინათლის ქალაქშიც", რომლის სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებულები იყვნენ :

 

1) ლადო ვარძელაშვილი,

2) კობა ხაბაზი,

3) კოტე გაბაშვილი,

4) ლაშა მაქაცარია,

5) მაკა მეტრეველი,

6) მამუკა სანებლიძე,

7) ქეთევან მჭედლიშვილი,

8) ირმა ნებიერიძე,

9) გიორგი სულხანიშვილი,

10) დავით ჯანიაშვილი.

 

მუნიციპალური დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულები იყვნენ და მათი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 5000 ლარს.

 

1) გიორგი ასანიძე,

2) ხათუნა ოჩიაური,

3) კოკა სეფერთელაძე,

4) ლაშა დამენია,

5) ზაალ გამცემლიძე,

6) რუსუდან კერვალიშვილი".

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner