აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ „CNN"-ს განუცხადა, რომ 2030 წლისთვის აშშ-ის ხელისუფლება და კერძო კომპანიები მარსზე პილოტირებულ ხომალდს გაუშვებენ.
„ჩვენ 2030 წლისთვის ადამიანი მარსზე უნდა გავგზავნოთ და დედამიწაზე მშვიდობიანად დავაბრუნოთ.
ამჟამად ტექნოლოგიების შემუშავება მიმდინარეობს, რომელიც ადამიანს იმ პირობებში გადარჩენის საშუალებას მისცემს", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
სექტემბრის ბოლოს მარსზე ადამიანის გაგზავნის შესახებ ილონ მასკის კომპანია „SpaceX"-მა განაცხადა.
მასკის კოსმოსურ ხომალდში 100 ადამიანი გაფრინდება. „წითელ პლანეტამდე" ფრენის ხანგრძლივობა 80 დღე უნდა იყოს. კომპანია მარსზე პილოტირებული ფრენის შესრულებას 2022 წლისთვის ვარაუდობს.