logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: 2030 წლისთვის ადამიანი მარსზე უნდა გავგზავნოთ
- +

12 ოქტომბერი. 2016. 11:10



აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ  ობამამ „CNN"-ს განუცხადა, რომ 2030 წლისთვის აშშ-ის ხელისუფლება და კერძო კომპანიები მარსზე პილოტირებულ ხომალდს გაუშვებენ.



ჩვენ 2030 წლისთვის ადამიანი მარსზე უნდა გავგზავნოთ და დედამიწაზე მშვიდობიანად დავაბრუნოთ.
ამჟამად ტექნოლოგიების შემუშავება მიმდინარეობს, რომელიც ადამიანს იმ პირობებში გადარჩენის საშუალებას მისცემს", - განაცხადა ბარაქ ობამა.



სექტემბრის ბოლოს მარსზე ადამიანის გაგზავნის შესახებ ილონ მასკის კომპანია  „SpaceX"-მა განაცხადა.



მასკის კოსმოსურ ხომალდში 100 ადამიანი გაფრინდება. „წითელ პლანეტამდე" ფრენის ხანგრძლივობა 80 დღე უნდა იყოს. კომპანია მარსზე პილოტირებული ფრენის შესრულებას 2022 წლისთვის ვარაუდობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner