logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: როგორ გიბრუნდებათ ენა და ამბობთ, რა უნდა „პატრიოთა ალიანსს“ პარლამენტშიო?!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 11:15


 

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: 

 

 

„ირმა ინაშვილი იყო პირველი, ვინც გადაიღო საკუთარი სიცოცხლის ფასად აფხაზეთიდან გამოძევებული ჩვენი დევნილები. მათთან ერთად გამოიარა ეს ჯოჯოხეთური გზა... რამდენჯერ თქვენი და ჩვენი შვილების დასაცავად, სხვადასხვა მიტინგზე თუ შეკრებაზე, ამხილა იმ 9-წლიანი რეჟიმის ჯალათები (სხვათაშორის, უმრავლესობა სახლში ისხედით, ტელევიზორებთან). მან 2012 წელს რეჟიმის შესაცვლელად, იმ სასტიკი ვიდეოკადრების მოპოვება და კონსპირაცია შეძლო. არ არის მისი და დავით თარხან-მოურავის დამსახურება სასტიკი რეჟიმის ცვლილება?! სამწუხაროდ, რაღაცეებს ადვილად ვივიწყებთ და ეს ჩვენი საზიზღარი მხარეა. ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი, მაგარი მეგობარი, კარგი დედა, სუფთა გულის ადამიaნი და გულწრფელი პოლიტიკური ლიდერი... გავაგრძელო? მე პირადად, 15 ივნისს სამმართველოს დარბევის დროს, გავექეცი სპეცრაზმს, მოსაკლავად მომდევდნენ და სწორედაც მის გარდა არავის არ მოვუკითხივარ დარბევის შემდეგ. მან გამომიყვანა ჩართული კამერით 9-სართულიანი კორპუსიდან, რომ არ მოვეკალი იმ მხეცებს! ამ წლების მანძილზე მისი ლიკვიდაციაც კი შეუკვეთეს... განა ეს ცოტაა?! ვინმეს როგორ გიბრუნდებათ ენა და ამბობთ, რა უნდა „პატრიოთა ალიანსს" პარლამენტშიო?! აღარ მინდა გაგრძელება... გოგომ რამდენი დარტყმა მიღო თავის თავზე, თქვენს და ჩვენს გამო. მძულს ყველა ის ადამინი, ვინც ასე ფიქრობს, მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც „ნაცები" გემეტებათ პარლამენტისთვის და „პატრიოტები" არა... წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს გუნდს, თქვენ ნახავთ, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტარი, ამას თქვენ „პატრიოტთა ალიანსი" გაჩვენებთ! ხოლო ირმას, იმ ადამინებთან ერთად, ვინც მოხვდა პარლამენტში, წინსვლას ვუსურვებ. მე შევეცადე, ბოლომდე ვიბრძოლე, მთელი გული და რესურსი ჩავდე, მაგრამ სამწუხაროდ, ფულს და გამყიდველებს ვერაფერი ვერ დავუპირისპირე. ღმერთია მოწმე, რამდენი ვიშრომეთ, მე და ჩემმა მაგარმა გუნდმა, ჩემმა ოჯახმა, ძმაკაცებმა. სამწუხაროდ, ძალას და ფულს ვერაფერი დავუპირისპირეთ... 3 000 კაცმა გულწრფელად დაგვიჭირა მხარი, უარი თქვა 30 ვერცხლზე იმ იმედით, რომ მისი და რაიონის მომავალი გადაერჩინათ. სხვათაშორის, გაცილებით მეტია ჩვენი მხარდამჭერების პროცენტი, ვიდრე გამოქვეყნებული შედეგებია.

 

P.S. ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ... მადლობა და მიყვარხართ!" - წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner