„როცა თამარ ჩერგოლეიშვილი გლანძღავს, მთელი ქვეყნის ძუძუები გლოცავს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
პოსტს გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილის შვილი კატო კოპალეიშვილი.
კატო კოპალეიშვილი: მთელი ქვეყნის ძუძუებს, ჩემი ძუძუები გამოაკელით და თქვენი კომპლიმენტები თქვენთვის შეინახეთ ჩემი მისამართით - sorry for breaking the news, მაგრამ მაგ ქალის გაზრდილი ვარ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: არასოდეს ჩემი შვილი არ ერევა როცა ის ქალი, რომლის გაზრდილიც ხარ მამკობს "მარგალიტებით". ბუნებრივია შევინახავ კატო. და დედასაც ურჩიე ისტერიკა დააცხროს. წარმატებები.
კატო კოპალეიშვილი: თქვენი შვილი სად ჩაერევა და სად არა, ჩემი საქმე არ არის და მაგრად მკიდია. people are different - მე ვერევი. დედას რაც შეეხება, მე ძალიან მშვიდი მეჩვენება თქვენი ისტერიკის ფონზე. წარმატებები.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ეგ არის თქვენი პრობლემა, რომ გკიდიათ. დედა თუ მშვიდი გეჩვენება, უკვე პრობლემა გაქვს, სუბიექტურობის. მაგრამ, რას იზამ, დედა დედაა. როგორიც არ უნდა იყოს ის.
კატო კოპალეიშვილი: ჩემი ფსიქოანალიზი არ მითხოვია - მყავს უკვე ფსიქოლოგი.
ნანუკა ჟორჟოლიანი: მიხარია. გჭირდებათ.
კატო კოპალეიშვილი: თქვენც გირჩევდით, მაგრამ ეგეც მკიდია.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ოკ.