logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი და ლია ჯახველაძე აშშ-ის ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები“ პრეზიდენტს შეხვდნენ
- +

12 ოქტომბერი. 2016. 11:47



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები" პრეზიდენტს ვეინ ჯაკობს,„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" თავმჯდომარეს რიტა პროკოპენკოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლეს.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერში ლია ჯახველაძის მიერ აშშ-ში ვიზიტის დროს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. აღნიშნული მემორანდუმი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების საქართველოსმოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ორგანიზებას, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის მოხელეების პროფესიული გადამზადებისა და მოკლევადიანი სტაჟირების პროგრამებისუზრუნველყოფას გულისხმობს.


პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, ბაგა-ბაღების თანმშრომლებისა და სკოლის მასწავლებლების, ხოლო მეორე ეტაპზე კი საჯარო მოხელეების გადამზადება მოხდება.


საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნული მემორანდუმი დადებითად შეაფასა,ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მოხელეებისთვის აშშ-ში სპეციალური ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დელეგაციის წევრები მოგვიანებით საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც ორგანიზაციამ „გლობალური განათლების მოტივატორები" პროექტის პრეზენტაცია გამართა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა და ფოიეში მოწყობილი უძველესი ფოტოების გამოფენა დაათვალიერეს.


დღესვე ლია ჯახველაძის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები" პრეზიდენტი ვეინ ჯაკობსი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას და სამგორის რაიონის გამგებელს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner