მსახიობი მერაბ თავაძე რეჟისორ ქეთი დოლიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ქეთი დოლიძე, ეს უნიჭიერესი და საოცრად მებრძოლი ქალბატონი, ჩემი მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანი, საოცარი შვილების დედა და წამყვანი თეატრის ხელმძღვანელი, ყოველთვის მართალი და უზომოდ გულწრფელი, ქართული კინოს პატრიარქის, ბატონი სიკო დოლიძის შვილი. ადამიანი, ვისაც უზომოდ უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველა, ვინც ქართული მიწის ერთგულია, ვინც შექმნა თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი" და ბოლომდე უერთგულა თავის პედაგოგს, ლეგენდარულ მიხეილ თუმანიშვილს...
მივმართავ ყველას, რადიოს, ტელევიზიას, პრესას თუ ცალკეულ პიროვნებებს, ვინც თავის თავს აძლევს უფლებას, აუგად ახსენოთ ქეთი დოლიძის სახელი - იმის მეათასედი თუ გაქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ქეთი დოლიძემ გააკეთა?" - წერს მერაბ თავაძე.