ტელეკომანია „მაესტროში" მიმდინარე პროცესებს ბაკურ სვანიძე ეხმაურება. იუმორისტი facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტ ბაია ძაგანიას მიმართავს:
„მე მიხარია, როდესაც სიმართლის თქმას არ ერიდება ადამიანი! მით უფრო - ჟურნალისტი! ორმაგად მიხარია, როდესაც სიმართლის გვერდით ბოლომდე დგას ის ჟურნალისტი, რომელსაც ჩემს გვერდითაც უმუშავია! მე არ ვიცი დაწვრილებით, რა ხდება დღეს „მაესტროში", მაგრამ აშკარად ვხედავ - „მოდურია" ე.წ. „ასათიანის მაესტროს" გასაღება „თავისუფლების კუნძულად" და ე.წ. „გაჩეჩილაძის მაესტროს" დადანაშაულება „მედიატერორში"... მე პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ უმეტესად ის უფროა ხოლმე „ტერორისტი", ვის მხარეს დგომაც „მოდურია"... ამიტომ, მე ვაფასებ ამ ადამიანის, ამ ჟურნალისტის, ამ ჩემი მეგობრის ასეთ სულისკვეთებას, არ აჰყვეს „პოპულარულ" პოზას, არამედ პირიქით, თქვას და დაუპირისპიროს სიმართლე - „მოდურს"!!!! ერთი ეგაა, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ამბავში ორივე მხარე „ტერორისტი" აღმოჩნდეს...
სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ მედიასინამდვილეში ასე უფრო ხშირად ხდება... და ამ დროს სწორედ მართალი ადამიანები, მართალი ჟურნალისტები „იჭყლიტებიან"... ძალიან მეცოდებიან ხოლმე ჟურნალისტები, „მონსტრი" და „ვეშაპი" მედიამფლობელების დატაკებაში როცა მოყვებიან... ეს მე არაერთხელ გამოვცადე პირადად და ამის უშუალო თვითმხილველი ეს ადამიანიც იყო... და მიუხედავად ამისა - მან მაინც გადაწყვიტა, თქვას სიმართლე! დიდი გაბედულება სჭირდება ასეთ დროს ასეთ განცხადებას. თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანებისთვის თავმოყვარეობა - ყველაფერზე წინ დგას! მაშ ასე - მოემზადე, მეგობარო, უამრავი ტალახისთვის! თუმცა, ეს შენც ხომ ზუსტად იცი უკვე... და რაც და როგორც არ უნდა იყოს, მე მიხარია, რომ მთელმა იმ მწარე გამოცდილებამ, რაც ერთად გავიარეთ, შენში მაინც სიმართლის სურვილი გააძლიერა და არა პირიქით! ვიამაყებ, თუკი შენს „ასეთობაში" მეც სულ პატარა წვლილი მიდევს
წარმატებები, ბაია! თუ არ დავწერთ, რომ უარს ვამბობთ გაჩეჩილაძესთან მუშაობაზე, ხვალ ამ შენობაში ვეღარ შემოვალთ", - წერს სვანიძე.
იხილეთ ბაია ძაგანიას განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2483