logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, მისცეს ლევან მამალაძეს სამშობლოში დაბრუნების უფლება
- +

12 ოქტომბერი. 2016. 12:22


 

„ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ლევან მამალაძესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„მივმრთავ და მოვუწოდებ ახალარჩეულ ხელისუფლებას - მისცეს ბატონ ლევან მამალაძეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება და საკუთარი თავისა და ოჯახის უდანაშაულობის დამტკიცების უფლება სამართლებრივი გზებით!!! პირადად მე დავდგები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინაშე თავდებად, რომ ის „დანაშაულები", რომლებიც სხვადასხვა ინსინუაციების გზით ინკრიმინირებული აქვს ბატონ ლევან მამალაძეს, უშუალოდ ნაძირალა სააკაშვილის და უარესი ნაძირალა, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ოქრუაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ქალაქ თბილისის მაშინდელი მთავარი პროკურორის უნაძირალესი გრიგალაშვილის ფანტაზიის ნაყოფი და მათი მხრიდან უბინძურესი ცილისწამებაა!!!

 

მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს:

 

მე, როგორც 1998-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად ქვემო ქართლის უშუალო კურატორი), დამკითხონ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან ის პროცესები, რომლებიც ვითარდებოდა რეგიონში მამალაძის იქ მუშაობისას, ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი!!!" - წერს მირიან ყარაულაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner