ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის მისამართით სტატუსს აქვეყნებს და „პატრიოტთა ალიანსს" ულოცავს გამარჯვებას:
„ასე მგონია, დღეს დასრულდა ის დამპალი 9 წელი!
შენ რომ ციხის ჯალათების სიას კითხულობდი, სულ ორმოცდაათამდე ადამიანი ვიდექით გარეთ...
შენ რომ სიცოცხლეს სწირავდი, სხვა ცხოვრებით ტკბებოდა...
შენ გაგვაბევრე!!!!
შენი იმედი აქვს დღესაც ბევრ გამწარებულ ადამიანს!
კიდევ ერთხელ, ირმა, დათო და სრულიად პატრიოტებო, გილოცავთ!!!" - წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.