logo_geo
eng_logo
მაია ბათიაშვილი: ბოდიში უნდა მოვუხადოთო - ეს არარაობა!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 12:31



უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:

 

„26 მაისს ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენი ადამიანი დაშავდა, ირაკლის მთელ ზურგზე ჩალურჯებები ჰქონდა. სწორედ ირაკლიმ და მისმა მეგობრებმა ჩაამტვრიეს რუსთაველის შუშები და ჯოჯოხეთურ წვიმაში და ცემა-ტყეპაში მყოფი ხალხი განათებულ კინოთეატრში შეიყვანეს. მუხედავად იმისა, რომ ირაკლი ვერ ჩაიგდეს ხელში, ის სწორედ ამ დღის მერე მოხვდა საავადმყოფოში. ირაკლის უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას ნახევარი ფილტვი ამოაჭრეს. ბოდიში უნდა მოვუხადოთო - ეს არარაობა!

 

მთელი ოჯახი რომ ამოხოცა და მათ ძვლებზე კუბდარი რომ შეაწვევინა, ალბათ, ამაზეც ბოდიშს მოიხდის, მკვლელი!!!" - წერს მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში.



გიორგი ბარამიძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს ხალხის დარბევა ძალის გადამეტებით მოხდა.


„26 მაისს დაზარალებულებს ბოდიში ყველა ჩვენგანმა უნდა მოუხადოს!" - განაცხადა ბარამიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner