„წინასაარჩევნო გარემო იყო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი. პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი წვდომა იყო მედიასაშუალებებზე", - ამ სიტყვებით აფასებს სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საარჩევნო კამპანია იყო.
„დაფინანსება ჰქონდა ყველა ძირითად ობიექტს, რომელიც წარმატებას იმედოვნებდა და ასევე, ჰქონდათ საკუთარი რესურსები, მათ შორის ადმინისტრაციული. ამ თვალსაზრისით, ეს იყო საუკეთესო საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში",- განაცხადა გორგილაძემ.