„ნაციონალური მოძრაობა" ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის და ამას ისინი თავიანთ განცხადებებში ღიად აფიქსირებდნენ. რაც შეეხება პირისპირ დარჩენას, ვერ გეტყვით, რომ ეს მახარებს, პირიქით, მაგრამ ისინი ცოტანი იქნებიან, ჩვენ - ბევრნი და ეს კარგია",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ „ახალ თაობასთან" ისაუბრა.
მდინარაძემ ასე აღნიშნა, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის" პროცენტული მაჩვენებელი გვრის სიხარულს, მაგრამ ეს ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაა.
„ნაციონალური მოძრაობის" ეს პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებულ სიხარულს ნამდვილად არ მგვრის, მაგრამ, რა ვქნათ, ასე აფიქსირებს ქართველი ამომრჩეველი, თუმცა არც იმის თქმას გავურბივარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ მე მიკვირს მათი. როგორც ჩანს, ადამიანები მართლა ადვილად ივიწყებენ წარსულს, თუმცა ჩვენი ქვეყნის პროგრესი მათ ოჯახებსაც გამოადგება და მათ ოჯახებშიც შევა",- განაცხადა მდინარაძემ.