logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე ბარამიძეს: მარტო 26 მაისზე გაქვთ მოსახდელი ბოდიში?
- +

12 ოქტომბერი. 2016. 12:45



თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:



„ეჰ, გიორგი, გიორგი, სად არის ჩემი მეგობარი გია ბარამიძე? სად დაიკარგა? სადაა ის გია ბარამიძე, ვისთან ერთადაც აფხაზეთში ვიბრძოდი? სად დაიკარგა ის ბიჭი? შენ რა გითხარი, ეს რა დღეში ჩაიგდე თავი. ბოდიშის მოხდა გინდათ და ვინმემ დაგაკავათ? რაღაც ვერ შეგატყვე გულწრფელი სინანული. იქნებ ნანობდი და მე ვერ შეგნიშნე? რა ვიცი, რა ვიცი, შენ იცი საქმისა. მოიცა და, მარტო 26 მაისზე გაქვთ მოსახდელი ბოდიში? ეგ არის სულ? ეგ არის და „ვსიო"? არ გამოვა, ბიძიკო. სამართლის ქმნა - აი თქვენი სულის წამალი. მერე ვილაპარაკოთ", - წერს შალვა ოგბაიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner