logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: და მაინც, ეს მთავრობა მირჩევნია სააკაშვილის რეჟიმს
- +

16 მარტი. 2016. 10:25



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში იმ მეგობრებს მიმართავს, რომლებიც მას სამთავრობო კითხვების ადრესატად მიიჩნევენ:


პატივცემულო საზოგადოებავ, მეგობრებო! ხშირად მწერთ პირად წერილებში, კომენტარებში - რა ხდება?". იშვიათობა არაა ისიც, რომ ვხდები შეკითხვების ადრესატი - რომლებიც მთავრობის წევრებს, ან საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს ეკუთვნის. ბევრი მწერს - როგორც მთავრობაში მოღვაწე ჩინოვნიკს.

 

მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავსვა წერილი ამ გაურკვევლობაში. მე გახლავართ: ჟურნალისტი, პროდიუსერი, ათეულობით ტელეპროექტის ავტორი - კოკა ყანდიაშვილი. საჯარო სექტორში ვიმუშავე: 

 

1999 წელს - 2 თვე. (სახელმწიფო ტელევიზია)

2003 წელს - 7 თვე. (სახელმწიფო ტელევიზია)

2013 წელს - 8 თვე. (მთავრობის კანცელარია)

 

არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი. მაქვს კერძო ბიზნესი. პერიოდულად ვთანამშრომლობ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან, ვკითხულობ ლექციებს. მაქვს მიღებული მრავალი პროფესიული ჯილდო. ვარ სამი საერთაშორისო ტელე-რადიო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. მყავს 2 შვილი და ბევრი მეგობარი.

 

2003 წლიდან - არ მაქვს საშუალება, დავსვა კითხვა რა ხდება?", არც ერთი ტელევიზიით. მიუხედავად იმისა, რომ შიში ქვეყანაში აღარ სუფევს, მედია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და უფრო გაბედულია, საჯარო სექტორი მეტად გამჭვირვალე, ხოლო საზოგადოებრივი სექტორი რეალურად დგას ქვეყნის სადარაჯოზე, - ბევრი რამ არ მომწონს, არ მესმის და არ ვეთანხმები. და მაინც, ეს მთავრობა მირჩევნია სააკაშვილის რეჟიმს. იმიტომ, რომ ამ მთავრობის პირობებში - ჩემს სამშბლოში ცხოვრების უფლება მაქვს, რის საშუალებაც სააკაშვილის რეჟიმმა არ მომცა.

 

ამიტომ, ყოველივე ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით, თუ მაინც მიგაჩნიათ, რომ ვარ სამთავრობო კითხვების ადრესატი - კი ბატონო, მომწერეთ, წავიკითხავ", - წერს კოკა ყანდიაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner