ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსთან დაკავშირებით, მხარს უჭერს თუ არა იგი პარლამენტში შესვლას, სტატუსს აქვეყნებს:
„სანდრა - „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და სიის მეორე ნომერი - პარლამენტში შესვლას უჭერს მხარს თუ საკუთარ მეუღლეს?
არ მინახავს მისი კომენტარი", - წერს ია ანთაძე სოციალურ ქსელში.
აქვე ჟურნალისტი „თავისუფალი ზონის" ვებ-გვერდზე არსებულ მასალას აქვეყნებს, სადაც ეწერა, რომ სანდრა რულოვსი არ აპირებს არჩევნებზე მეორე ტურში მონაწილეობას. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ეს მასალა „თავისუფალი ზონის" ვებ-გვერდიდან უკვე წაშლილი იყო.
http://www.tzona.org/post/Rulovsi-ar-apirebs-monacilwobaas
ია ანთაძის პოსტს კომენტარებში მისი მეგობრები ეხმიანებიან:
ნათია ბერსენაძე: არ იხსნება.
მაკა ჯახუა: არაა იქ ეს ინფორმაცია. წაშლილია უკვე
ია ანთაძე: უიი, წაუშლიათ.