logo_geo
eng_logo
შსს-მ საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
- +

12 ოქტომბერი. 2016. 13:08



შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1957 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს.


შსს-ს მიერ, ასევე, დაკავებულია სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირიც. სამართლდამცველებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner