logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დავასრულოთ დაწყებული ბრძოლა, მოპოვებული გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 13:13



მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ველოდე, ველოდე, მაგრამ ცესკო-მ ვეღარ დაასრულა დათვლა... ისევე, როგორც 9 ოქტომბრის დილით ველოდებოდით ადგილობრივ უბნების დასკვნებს და დათვლებს...

 

მაგრამ ლოდინი აღარ მინდა და ერთდროულად უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ მხარდაჭერისათვის, ერთგულებისათვის და გამოხატული სამოქალაქო თანადგომისათვის...

 

და აქვე გთხოვოთ ხელახლა ბრძოლაში ჩართვა!

 

მეორე ტურზე უნდა მოგიწვიოთ, დავასრულოთ დაწყებული ბრძოლა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!

 

8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვეთ მთაწმინდის ყველა 31 უბანზე, 20% უპირატესობით... მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი კანონის მიერ დაწესებული 50% და ერთი ხმის მისაღწევად!

მეორე ტური დაინიშნება და ჩვენ, თქვენთან ერთად, მზად ვართ გამოწვევისთვის და გამარჯვების განმეორებისთვის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner