ელდარ, შენს ემოციურ პოსტს კითხულობენ: ილიას ყვარელში... აკაკის სხვიტორში... ვაჟას ჩარგალში... გალასა და ტიციანის ჭყვიშში... გოგლას პატარძეულში... ჯავახიშვილის წერაქვში... გოდერძის ჩოხში... ლადო ასათიანის გამზრდელ ბარდნალაში და იმდენს და ისე ხმამაღლა იცინიან (სიამოვნებისგან), რომ მთაწმინდის და დიდუბის პანთეონების საფლავებიდან თავი წამოყვეს გაოცებულმა, განსვენებულმა გენიოსებმა და იკითხეს: რა ხდება ან ვინ არიან ეს იდიოტებიო!
ელდარ ნადირაძე:
„სახელოვანი ადამიანები იბადებიან პროვინციაში და კვდებიან პარიზში". ნაპოლეონი
ეს გამოთქმა გამახსენა ნაციონალი „სვეტების": ბოკერიას, რურუას, წერეთლის, გვახარიას, კალანდაძის, ჩერგოლეიშვილის, ხოშტარიას, ბარამიძის და კიდევ სხვა „არისტოკრატების" დამოკიდებულებამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ: პირდაპირი თუ ნართაული აგდებითა და ირონიით, მისი ჭორვილელობის ზიზღნარევი ხაზგასმით.
ახლა მინდა ვკითხო: როგორა ხართ, ბიჭებო? ამ ჭორვილელმა კაცმა ბუდე ხომ არ დაგინგრიათ? ვაი რომ, ვეღარ იქნებით ხასიათზე, ვაი რომ, მიილია თქვენი ბაირამობის საათი, სეირნობანი და თავაშვებული გულაობანი ნიუ-იორკსა და ვენაში, პარიზსა და ლონდონში, ბრიუსელსა და ჰონგ-კონგში. ვაი, რა მაყუთი დაკარგეთ, რა სავარძლები, რა შესაძლებლობანი.
როგორ იყავით მოკალათებულნი ქართველი ხალხის კისერზე და ახლა ამ ვიღაც ჭორვილელმა... ოჰ-ოჰ-ოჰ!!! რა გულისმომკვლელია ეს ყველაფერი თქვენთვის, მაგრამ რაღას იზამთ, ძალამ მიგატოვათ, ბატონებო, დაიშრიტა თქვენი ბოროტების ჭურჭელი, შურისძიების შანსი ხელიდან გაგისხლტათ და ხართ ახლა გეჰენიის ცეცხლში ჩავარდნილები, ვაი რომ, ამჯერად ვერ აისრულეთ მოწყურებული სურვილი მკვლელისა, რომელიც ემბლემად უზის თქვენ მოღვაწეობას.
ადამიანისათვის სიცოცხლე უბედურება იქნებოდა, სიკეთის გამარჯვების რომ არ სჯეროდეს. ჩვენ ველოდით ამ გამარჯვებას. რა კარგად უთქვამს იმ სულმნათს:„ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია".