logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯაფარიძე: სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა
- +

12 ოქტომბერი. 2016. 13:52


 

„გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე საუბრობს:


„არ მჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს, „ოცნებამ" არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

 

არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე „რამაზ ნიკოლეიშვილი" პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს.

 

მეტიც, მე მჯერა, რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა.

 

ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

 

ენმ-მ არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა „ადმინისტრაციული რესურსი" ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

 

ენმ-მ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო როგორც „ერთადერთი პროდასავლური ძალა" პოლიტიკურ ველზე.

 

ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.

 

მე ასევე არ მჯერა, რომ „ოცნება"/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ.

 

არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს.

 

მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის „ოცნებისთვისაც", მიუხედავად იმისა, მოგწონს „ოცნება" თუ არა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner