logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი: საქართველომ რომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი უფლებაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ...
- +

16 მარტი. 2016. 15:30



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს. კარასინის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.


"საქართველომ რომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გამოც. როგორც იცით, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მკვეთრად გააფართოვა იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეები დაპატიჟონ რუსეთში. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ უკვე გავცემთ 25 ათას ვიზას და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავცემთ", - განაცხადა კარასინმა.


განცხადება კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner