logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ცუდად არის ნაციონალური მონოლითის საქმე!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 14:05



მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„ცუდად არის ნაციონალური მონოლითის საქმე! ეს კოროზია აღარ გამთელდება, პირიქით მოედება და შეჭამს მას. საქართველოში ყველა გაერთიანება იშლება მაშინ, როდესაც მის შიგნით გოიმებად და „პრადვინუტებად" იყოფიან. ყველაფერს გაპატიებს ქართველი, აბსოლუტურად ყველაფერს, შეურაცხყოფას, გარეგნულ ნაკლზე დაცინვას, ქმრის ღალატსაც კი... მაგრამ საქვეყნოდ გოიმად გამოცხადებას? ა-რა-სო-დეს!

 

ნანუკა ჟოღჟო'ლიანს და მის „პაპსა-სასტავს", მე მგონი თამარ დე ჩერგოს ალტერნეტივშიკებთან შანსი არა აქვთ. მოკლედ ბევრი ცისფერი* სისხლი დაიღვრება ამ დღეებში, მოამზადეთ ნიშადური და სურნელოვანი აბრეშუმის ცხვირსახოცები! ძვირფასებო!

 

*შარში რომ არ გავეხვე, და ზედმეტი კითხვებით არ შემაწუხონ, „გაჭირვებულებისთვის" შენიშვნებს ვდებ - ამ შემთხვევაში ცისფერ სისხლში არისტოკრატული სისხლი მოიაზრება!

 

(ნეტა აქამდეც მომეფიქრებინა - რამდენ შარს გადავრჩებოდი)", - წერს პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner