logo_geo
eng_logo
გუდაურში „რედისონისა“ და „შერატონის“ ბრენდების სასტუმროები აშენდება
- +

12 ოქტომბერი. 2016. 14:49



კომპანია „რედკოს" პროექტების მენეჯერის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, გუდაურში „რედისონისა" და „შერატონის" ბრენდების სასტუმროები აშენდება.



მისივე თქმით, ახალ გუდაურში სამშენებლო კომპანია „რედკოს" მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც 10 ჰექტარის განვითარებას ითვალისწინებს, 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელიწადში დასრულდება.



ეს პროექტი შემუშავებულია კანადური კომპანიაეკოსაინსის" მიერ და მოიცავს ახალ გუდაურში 26 ნაგებობის მშენებლობას.

პროექტით გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების, ასევე სასტუმროს ტიპის კომპლექსების და კოტეჯების მშენებლობა. ჯამში, ამ პროექტით გუდაურს 1500 ნომერი დაემატება", - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.



კომპანია „რედკო" აღნიშნული პროექტის ფარგლებში 70 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიამ 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner