logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გეჯაძე: სააკაშვილის ყველა მითითებას ადეიშვილი ასრულებდა
- +

12 ოქტომბერი. 2016. 15:00



დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ ზეწოლებზე საუბრობს. გეჯაძის განცხადებით, მასზე ზეწოლა განხორციელდა მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნის შეცვლა მოსთხოვა.


„კონტროლი და ზეწოლა ხორციელდებოდა არამარტო სახელმწიფო-საბიუჯეტო სტრუქტურებზე - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროზე, ფსიქიატრიულზე, ნარკოლოგიურზე, სხვა დაწესებულებებზე, არამედ იყო, დამოუკიდებელი სექტორის მცდელობებიც.

 

ჩემზე ზეწოლის განხორციელება მოისურვეს მაშინ, როდესაც სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა დავწერე. ექსპერტთა კომისია იმჟამინდელ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში (ორთაჭალაში) შევედით, მოლაშვილს სისხლი ავუღეთ, გამოკვლევა ჩავუტარეთ. სხვა დაავადებებთან ერთად, დავადგინეთ, რომ მას ვირუსული C ჰეპატიტიც ჰქონდა, მაგრამ ეს დიაგნოზი არც იმჟამინდელ ხელისუფლებას აწყობდა, არც პროკურატურას. ჯანდაცვის მინისტის მოადგილე არაოფიციალურად შემხვდა და თხოვნა-მინიშნებით მითხრა, რომ მოლაშვილზე დასკვნა თუ ისე არ დაიდებოდა, როგორც „ზემოთ" აწყობდათ, პრობლემები შემექმნებოდა - კერძოდ, უნდა დამეწერა, რომ მას C ჰეპატიტი არ ჰქონდა. ბუნებრივია, ეს დავალება ზურაბ ადეიშვილისგან ჰქონდა მიცემული, ხოლო ადეიშვილს - სააკაშვილისგან. საერთოდ, სააკაშვილის ყველა მითითებას ადეიშვილი ასრულებდა, რომელიც, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს მართავდა.

 

ყველა დაავადება ნამდვილად აქვს და დასკვნას არ შევცვლით-მეთქი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ეკა ტყეშელაშვილმა წერილი გამომიგზავნა - სულხან მოლაშვილს ექსპერტიზა დარღვევით ჩაუტარეთ, იქნებ მოლაშვილის სისხლი არ იყო და ისე ჩაუწერეთ C ჰეპატიტიო, თან დამემუქრა, თქვენ მიერ დასმულ დიაგნოზებს შევამოწმებთო. მივწერე: ექსპერტიზა ჩატარებულია კანონის სრული დაცვით, სისხლი შემოწმებულია ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, სულხან მოლაშვილს ვირუსული C ჰეპატიტი ნამდვილად აქვს-მეთქი.

 

მზად ვიყავით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულებების სპეციალისტებთან ერთად კიდევ ერთხელ ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა. ტყეშელაშვილისგან პასუხს ველოდი, მაგრამ ეს თემა დაიხურა. მერე სულხანს თვითონ ჩაუტარეს გამოკვლევა, საავადმყოფომაც დადო დასკვნა C ჰეპატიტთან დაკავშირებით, სულხანის საჩივარი სტრასბურგში წავიდა, სახელმწიფოს მის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა დაეკისრა, რის შემდეგაც მოლაშვილს C ჰეპატიტზე უმკურნალეს", - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner