logo_geo
eng_logo
განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ფოსტის ყოფილი შენობა იყიდება
- +

12 ოქტომბერი. 2016. 15:01



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 ლარად ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44-ში მდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.



საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 8 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აუქციონის პირობებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სულ მცირე 30-ნომრიანი  სასტუმრო  და „საქართველოს ფოსტის" ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე,  განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობა.



ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2016 წლის  31 ოქტომბერს, 17.00 საათზე.  



აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს:  https://www.eauction.ge/Home/EntityView/355848



სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner