logo_geo
eng_logo
ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანია „მაესტრო 24“ მაუწყებლობას „მ 24“-ის სახელწოდებით გააგრძელებს
- +

16 მარტი. 2016. 15:38



ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანია „მაესტრო 24" მაუწყებლობას „მ 24"-ის სახელწოდებით გააგრძელებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კიკაბიძემ ბაია გადაბაძეს დირექტორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. გადაბაძე საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს უხელმძღვანელებს.


ამასთანავე, მამუკა ღლონტმა მიიღო შეთავაზება უმოკლეს ვადაში ვასიკო ოდიშვილის გადაცემის ეთერში დაბრუნებასთან დაკავშირებით.


ბაჩო კიკაბიძის თქმით, „ემ ინვესტმენტთან" გააფორმა ხელშეკრულება და ტელეკომპანია „მ 24" მაუწყებლობას ძველი შენობიდან განახორციელებს. ბაჩო კიკაბიძე მარეგულირებელი კომისიისთვის სამაუწყებლო ბადის წარდგენას გეგმავს. კიკაბიძის განმარტებით, „მ 24"-ში იმუშავებენ ისინი, ვინც „მაესტროდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.


შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, ლევან გაჩეჩილაძის სარჩელის საფუძველზე ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება „მაესტროს" გამოყენება აუკრძალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner