logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ჩემი ღრმა რწმენით, ზურაბ ჟვანია სააკაშვილის მოკლულია
- +

12 ოქტომბერი. 2016. 15:05



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს საქმე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არის კავშირში.

 

 

„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან მალევე ვნახე სააკაშვილი - მასთან კაბინეტში მივედი და პირში ვუთხარი - ციხეში დაამთავრებ, მიშა, ვერსად დაემალები მართლმსაჯულებას-მეთქი! ასეც მოხდება! ერთ-ერთი ბოლო ადამიანი ვიყავი, ვინც იმ საღამოს ზურას ესაუბრა. ერთმანეთს უნდა შევხვედროდით და ეს შეხვედრა კვირა დღისთვის გადავიტანეთ.

 

სააკაშვილმა ყვირილი დაიწყო, როდესაც ჟვანიას სიკვდილში დავადანაშაულე - რაებს ბოდავ, ვის უბედავო... მერე ჩემკენ გამოექანა, მაგრამ გზაში წაიქცა. ამასობაში დაცვაც შემოვიდა - მე ცალკე გამათრიეს და ის ცალკე დააწყნარეს.

 

ზურაბ ჟვანია ის კაცი იყო, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებდა და სააკაშვილს 9 წელი არ აპარპაშებდა! ჟვანია სააკაშვილისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო!

 

ჩემი ღრმა რწმენით, ზურაბ ჟვანია სააკაშვილის მოკლულია და მისი მმართველობის დროს ამ საქმეს არავინ გახსნიდა, პირიქით, კვალი დაიფარა. პროკურატურაში სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დაკითხვაზე რომ დამიბარეს, გამომძიებელმა პრაქტიკულად, არაფერი მკითხა - არ იყო დაინტერესებული საქმის გახსნით. ამ ხელისუფლებამ საქმის გამოძიება, ფაქტობრივად, ცარიელი ადგილიდან დაიწყო და, სავარაუდოდ, ამიტომაც გაჭიანურდა. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ამ ამბავს შუქი მოეფინება და ჯაჭვი სააკაშვილამდე მივა", - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner