logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: არ გამიკვირდება, თუ წინასაარჩევნოდ პრორუსული პროპაგანდა ოდნავ გააქტიურდება!
- +

17 თებერვალი. 2016. 16:50


„მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ქვეყანაში პრორუსული ორიენტაციის გააქტიურებაზე საუბრისას აცხადებს. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში პრორუსული ძალები გააქტიურდნენ, მაგრამ ეს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე გავლენას ვერ იქონიებს.

 

„ბუნებრივია, ჩვენ ისეთი გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, რომ ყველა ცდილობს, ჩვენთან გააქტიურდეს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ წინასაარჩევნოდ პრორუსული პროპაგანდა ცოტა ოდნავ მაინც გააქტიურდება. მაგრამ, დღესდღეობით არ მგონია, რომ საგანგაშო ვითარება იყოს ამ კუთხით. ჩვენ მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. თუ ჩვენი ოპონენტები ტეხენ ამაზე ამბავს, ეს ცრუ განგაშია. ჩვენ მყარად ვდგავართ პროდასავლურ კურსზე და ვერავითარი, რუსული, ირანული, თურქული თუ სხვა ქვეყნის აგიტაცია ამას ვერ შეცვლის", - განაცხადა ნიშნიანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner