logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ამოიღეთ ხმა და დაიცავით თქვენი კოალიციის შემქმნელი!
- +

16 მარტი. 2016. 15:44



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში მიმართავს:


„მინდა, მივმართო ჩემს მეგობრებს ხელისუფლებაში. ყველას არ გეხებათ, მაგრამ ბევრი რომ დამსხდარხართ მინისტრების და პარლამენტარების კომფორტულ სავარძელში, თავი პოლიტიკოსებად მოგაქვთ. დაგავიწყდათ, ვინ გიბოძათ ეს ყველაფერი??? მთელი სანაცეთი ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს უკანასკნელი სიტყვებით, სააკაშვილის რეჟიმის გადაღებულ კადრებს აბრალებს, ცილს სწამებს და ა.შ. გული თუ არ შეგტკივათ, ეტიკეტის გამო მაინც ამოიღეთ ხმა და დაიცავით თქვენი კოალიციის შემქმნელი. რამ შეგაშინათ ან რამ დაგაშინათ??? ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, ორი ფეხი და ორი ხელი აქვთ და თუ დამიჯერებთ, არაფერს წარმოადგენენ ხელისუფლების გარეშე. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. მერწმუნეთ, იმ კაცს ეკუთვნის თქვენგან დაცვა და თქვენც ვალდებულნი ხართ.

 

P.S. თუმცა, ერთი ტენდენციაც ჩანს. ვინც კი მებრძოლია და ერთგული, იმის მოცილებას ცდილობენ და კონფორმისტებს ტოვებენ. ბევრჯერ მინახავს ეს კინო და კარგად არასდროს დასრულებულა", - წერს სანდრო ბრეგაძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner