logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი: ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე როგორ ვილაპარაკოთ...
- +

16 მარტი. 2016. 15:49



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეუძლებელია, ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს. თარგმანს „რუსთავი 2" ავრცელებს:


„მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება, ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს, უბრალოდ, სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ", - განაცხადა კარასინმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner