logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: არ მიმაჩნია სწორად, რომ გამოდიან და იძახიან - „მე მაქვს სექსი!“
- +

16 მარტი. 2016. 16:08



„არ მიმაჩნია სწორად, რომ გამოდიან და იძახიან - „მე მაქვს სექსი". ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რა საჭიროა ამაზე საჯაროდ საუბარი?" - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, გაუმართლებელი და არასწორია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე დაუსრულებელი საუბარი, რადგან ამით დაზარალებული მხარე კიდევ უფრო სტრესულ ვითარებაში ვარდება. მისივე თქმით, აბსურდია, რომ კადრების გავრცელება დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდეს.


„დავინდოთ ის ადამიანი, ვისაც ეს დაემართა. რამდენს ლაპარაკობენ ამ ამაზრზენ ფაქტზე, რაც ამ კონკრეტულ ადამიანს გაუკეთეს. სამყარო საშიში იმით კი არ არის, როცა ზოგიერთები ბოროტებას სჩადიან, სამყარო საშიში მაშინ არის, როდესაც ამ ბოროტებას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და არაფერს აკეთებს მის აღმოსაფხვრელად. სანამ ნაციონალები არ აგებენ პასუხს იმ საზიზღობებზე, რაც 9 წლის განმავლობაში აკეთეს, ჩვენ წინ ვერ წავალთ. მესმის დაზარალებული მხარის ტკივილი... ამ ადამიანს რატომ არ უფრთხილდებიან ჟურნალისტები, სააგენტოები, რომლებიც 4-5 დღეა ამ თემას ატრიალებენ? დაიწყო გამოძიება და იქნებ დავასრულოთ საუბარი. ეს არის 2-ჯერ მეტი სტრესი იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს დაემართა", - განაცხადა დოლიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner