logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ამ არჩევნებზე ნაციონალური ბოროტებისთვის თავის წაჭრა მოხდა!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 17:26



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალში" არჩევნების შედეგებს ეხმიანება და „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნულმა პარტიამ 2012 წლის მერე უდიდესი ვარდნა განიცადა და აღნიშნავს, რომ 27% მათთვის ძალიან დიდი კრახია.


„შევადაროთ, 2012 წელს რამდენი პროცენტი აიღო „ქართულმა ოცნებამ" და რამდენი - „ნაციონალურმა მოძრაობამ". დააკვირდით, რამხელა ზრდა აქვს „ოცნებას" და ვარდნა - „ნაციონალურ მოძრაობას". პრაქტიკულად, „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. მაქვს ერთი სერიოზული კითხვა - ბუმბერაზი სადისტების პარტიამ რა უნდა აკეთოს ამ პარლამენტში? ვის რაში სჭირდება პარტია, რომელიც არცერთი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო აღარ არის?! ერთი მხრივ, გვეჩვენება, რომ 27 პროცენტი ბევრია, მაგრამ რეალურად ეს მათთვის დიდი კრახია.

 

თქვენ ამ პარლამენტში აბსოლუტურად სხვანაირ „ნაციონალურ მოძრაობას" იხილავთ. აღარ ექნებათ ის რიხი, რომელიც აქამდე ჰქონდათ. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ძალას, რომელსაც მფარველობენ, რეალურად 20-25 პროცენტი უჭერს მხარს და კადრულობს იმას, რაც მარნეულში მოაწყვეს", - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.


კოკა ყანდიაშვილის თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერი აღარ ჰყავს და პარტია ინგრევა, რადგან 15 წლის განმავლობაში მათ არათუ განვითარება ვერ მოახერხეს, უკან-უკან მიდიან.


„ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერი აღარ ჰყავს. ამ პარტიამ 15 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა განახლება, ზუსტად ის დაემართათ, რაც რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც 20-25  წელია, არსებობს და აღარავის აინტერესებს. გივი თარგამაძე ამ პარტიისთვის ბალასტი იყო. სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია გაწირა და მაგას დაინდობდა?! მანქანა არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ზუსტად იმ დროს აფეთქდა, როცა „რუსთავი 2"-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაცია იყო. მეორე დღეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი წყდებოდა და, ამავე დროს, მათი აქცია იმართებოდა. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოპარული ფულების ხარჯვით ცდილობდნენ საზოგადოების მობილიზებას, რესპუბლიკის მოედანზე 7 ათასი კაციც ვერ შეაგროვეს. ეს სამარცხვინო პარტია ინგრევა - ამ არჩევნებზე ნაციონალური ბოროტებისთვის თავის წაჭრა მოხდა!" - აცხადებს ყანდიაშვილი.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner