logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: „ქართული ოცნება“ არ არის ძალაუფლებას მოწყურებული ხალხით დაკომპლექტებული
- +

12 ოქტომბერი. 2016. 17:38



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. რა მოლოდინები აქვს მეორე ტურთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან" და „პატრიოტთა ალიანსთან" თანამშრომლობას, - ამის შესახებ კობალაძე „რეპორტიორს" ესაუბრა.

 

- როგორ შეაფასებდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს?


- 8 ოქტომბერმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, კონკურენტიან გარემოში და ჯანსაღ ვითარებაში. პატარა ნიუანსები იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში დადებით შეფასებას არ უშლის ხელს.

 

- მეორე ტურების დანიშვნას თუ ელოდით? ძირითადად „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" უპირისპირდებიან ერთმანეთს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასეთი მეორე ტური?


- ჩვენი საზოგადოების არჩევანია. გარკვეულწილად ამას ემატება პასიური ფონი, სახლში მჯდომი გულშემატკივარის. ველოდით მეორე ტურს, რადგან ძალიან ბევრმა პარტიამ წარმოაჩინა თავისი პროგრამა, ბევრს ჰქონდა ამბიცია, რომ იყო კონკურენტუნარიანი. ამ ყველაფერმა გამოიწვია ელექტორატის გადანაწილება. ასევე 50 %-იანი ზღვარი, რა თქმა უნდა, იყო წინაპირობა იმის, რომ გვევარაუდა მეორე ტურის შესაძლებლობა.


- წინასწარი შედეგებით, „ქართულ ოცნებამ" შეიძლება მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება ერთპარტიული მმართველობა მივიღოთ...


- ბევრ ოლქში არის მეორე ტური და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. პლუს ამას, ეს არის ქართველი ხალხის პოზიცია და აქედან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს აქვს ვალდებულება, ამ პოზიციას ვცეთ პატივი. იმ შემთხვევაშიც, თუ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას", მისი შემადგენლობა არ არის ძალაუფლებას მოწყურებული ხალხით დაკომპლექტებული. ჩვენი ორიენტირი არის ზუსტად იმ გამოწვევებზე, რომელიც უნდა მივიღოთ და ქვეყანა აღმავლობის გზაზე ვატაროთ.


- „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, შევიდნენ პარლამენტში. როგორ შეაფსაებდით მათ გადაწყვეტილებას?

 

- ეს გადაწყვეტილება არის უშუალოდ მათი გადაწყვეტილება. უმთავრესია, რომ არის ჩვენი მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, რომელმაც მათ ნდობა გამოუცხადა, მანდატი მიანიჭა და ჩემი აზრით, მათ ვალდებულება არის ამ მანდატის გამოხატვა და დაცვა იმ მოსახლეობის ხედვის, რომელმაც მათ ეს მანდატი მიანიჭა.


- „ნაციონალური მოძრაობამ" 27.12 % მიიღო. ელოდით ამ შედეგს?


- მე იმასაც არ ველოდი, გორის დათმობის შემდეგ რუსთაველზე კონცერტი თუ გაიმართებოდა...


- მესამე პარტიამ, რომელიც პარლამენტში შედის, გამოიწვია ბევრი კითხვის ნიშანი. კეთდება განცხადებები, რომ „პატრიოტთა ალიანსი" არის პრორუსული. მმართველი გუნდი ითანამშრომლებს ასეთ ძალასთან?


- არ ვიცი, საზოგადოებაში რა გამოიწვია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ქვეყანას ნათლად აქვს დაფიქსირებული სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს ისეთიც და ასეთიც, მაგრამ განვითარების სტრატეგია არის სწორი და სახელმწიფო პოზიცია მკვეთრად გამოხატულია.


„პატრიოტთა ალიანსთან" ჩემი დამოკიდებულება არის კოლეგიალური. როგორც სხვა პარტიებში, ამ პარტიაშიც არის ჩემი ბევრი მეგობარი. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.

 

- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება როგორია?

 

- აღნიშნულ თემაზე რომ ვისაუბროთ, ჯერ უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო ჩამოყალიბებული. როდესაც კონტურები გამოიკვეთება, მერე დავუბრუნდეთ ამ თემას. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.


- ქორწინების დეფინიცია უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში?

 

- ჩემთვის ოჯახი არის წმიდათაწმიდა, დანარჩენი ვნახოთ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner