logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის ორი მსხვერპლის – ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის დღემდე უცნობი სატელეფონო საუბარი“
- +

12 ოქტომბერი. 2016. 17:39


 

როგორ ადგენდნენ ჟვანია და სააკაშვილი ეგზიტპოლებს

 

თქვენ წინაშეა სატელეფონო საუბრის საგაზეთო ვერსია, რომელიც, სავარაუდოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებიდან 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციამდეა" ჩაწერილი...


ერთმანეთს ელაპარაკება ცნობილი სერიული მკვლელის მიხეილ სააკაშვილის ორი მსხვერპლი - ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია, რომელთაგან ერთს ამ საუბრიდან სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში „გაზით გაგუდულად" გამოაცხადებენ, ხოლო მეორეზე ოთხი წლის შემდეგ იტყვიან, რომ „გული გაუსკდა"...


დიდი ალბათობით, სატელეფონო საუბარი ჩაწერა ბადრი პატარკაციშვილმა ან გიორგი თარგამაძემ, რადგან მილიარდერის ხმა მჭექარედ, კარგად და უფრო ახლოდან ისმის, ვიდრე ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები...


ეს ის დროა, როცა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები ჩატარებულია, შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდი პირველ ადგილზეა გასული და სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე არჩევნების შედეგებს ცოცხალი თავით არ ცნობენ. უფრო მეტიც, შევარდნაძის გუნდსა და ჟვანია-სააკაშვილის სექტას  შორის დიდი ცილობაა ატეხილი - არა, ჩვენ გავიმარჯვეთ და არა - ჩვენო!...


ამ ორომტრიალში ორივე მხარე აქტიურად მანიპულირებდა ე.წ. ეგზიტპოლებით... საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხი", რომელიც შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდს უკმევდა გუნდრუკს ისეთ ეგზიტპოლებს აქვეყნებდა, სადაც ამბროსევიჩი და მისი გარემოცვა იყვნენ გამარჯვებულნი, ხოლო „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლების მიხედვით, ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის „ტროიკა", ანუ ნაცმოძრაობა ცხადდებოდა ტრიუმფატორად!


სააკაშვილისა და დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ საიქიოს გასტუმრებული ზურაბ ჟვანია და ბადრი პატარკაციშვილი სწორედ ეგზიტპოლების თემაზე საუბრობენ!..


თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნებისა და სხვა პოლიტიკური ბატალიების დროს ეგზიტპოლებს, როგორც მოსახლეობის „დაბოლების", „ტვინის გამორეცხვისა" და ზომბირების საშუალებებს, წინამდებარე სატელეფონო საუბრიდანაც აშკარად ჩანს!..


ბადრი პატარკაციშვილი: - და, ალო, ალო!.. ხო, როგორა ხარ?


ზურაბ ჟვანია: - შენს ეგზიტპოლს რომ ვუყურებ, კარგად! (იცინის)

 

ბადრი პატარკაციშვილი: - შენც ადექი და ჩემს ეგზიტპოლს უყურე, ისინი „ვაფშე" დაიკიდე!


ზურაბ ჟვანია: - დღის განმავლობაში „პირველი არხის"...


ბადრი პატარკაციშვილი: - (ხარხარებს) ნიჩევო, ნორმალურად, ახლა მინდა, რომ, რა ჰქვია „მერიოტში" გაუშვა, სადაც აი, „ჯორჯიან-თაიმსის" ჯგუფია, იმისათვის, რომ მერე რომ წამოვა თავისუფალი არჩევნები, იმას რომ აღარაფერი აღარ დაუდგეს წინ.


ზურაბ ჟვანია:  - თავისთან?.. (ჟვანია ვიღაცის გვარს ახსენებს...).


ბადრი პატარკაციშვილი: - „მერიოტში" არის აი, „ჯორჯიან თაიმსი" რომ აკეთებს, სადაც ასევე იქნება ხელისუფლებისთვისაც გაკეთებული რა!..


ზურაბ ჟვანია: - აჰა!..

 

ბადრი პატარკაციშვილი: - ისე რომ, „მოშნად" ძევს სუყველაფერი რა, მერე უკვე წამოვა და ამასობაში ამას დაერქმევა უკვე პარალელური არჩევნები.


ზურაბ ჟვანია: - პასმოტრიმ... კი, დაველოდები ამ რეჟიმით იქიდან ინფორმაციას!..


ბადრი პატარკაციშვილი: - ხო... ნახე, აი, „პირველი არხი" იშვიათად კიდებს ყველაფერს, რა გინდა, სინქრონულად მუშაობენ... „იმედი"... ახლა იქნება ყველაფერი იმიტომ, რომ ხომ ნახე „იმედზე" ყველაფერი ლამაზად იყო, მინდა, „იმედზე" ეს ყველაფერი ლამაზად გამოჩნდეს... ახლა სულ მაგაზე იქნება, მეტი კი არაფერზე იქნება საუბარი.


ზურაბ ჟვანია: - ხო, კიდევ რა ხდება?


ბადრი პატარკაციშვილი: - მიშამ დამირეკა მე!..


ზურაბ ჟვანია: - ვინა, სააკაშვილმა?..


ბადრი პატარკაციშვილი: - ხო, ხო, მიშამ დამირეკა და დამიწყო - ვაიმე, ბადრი, მღუპავ, რას მიშვრები? მე ვუთხარი - რაზე გღუპავ, ძმაო, მე რა, რამეში არაობიექტურად მოვიქეცი თუ რა? მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებამ მოიგო, ისევე, როგორც არა ვარ დარწმუნებული, რომ შენ მოიგე! ამიტომ მე ვიღებ და ერი ყლ..ობასაც და მეორე ყლ...ობასაც ვიკიდებ!.. - არა, არა, ვერაფერს ვერ გეტყვი!.. მე ვუთხარი - რა უნდა მითხრა.. თუ ძმა ხარ, ტო! ხო, ისე, რომ მაგასთანაც ნორმალურად, აბსოლუტურად, რა!..

 

ზურაბ ჟვანია: - ხომ, მაგრამ ჩაურთე შენ მაინც...


ბადრი პატარკაციშვილი: - მაგი, მაგაზე გვექნება დრო, მერე ვილაპარაკებთ, ახლა გიორგის უნდა ვუთხრა რაღაცები რა!.. ვსიო, პაკა!..


ზურაბ ჟვანია: - კაი!..


ბადრი პატარკაციშვილი: - გიო... (დიდი ალბათობით, ბადრი პატარკაციშვილი გიორგი თარგამაძეს მიმართავს, რომელიც ამ საუბრის დროს მას, სავარაუდოდ, გვერდით უდგას და ჩანაწერი წყდება).


პირველი, რაც ამ მასალიდან მოგხვდებათ თვალში, ბადრი პატარკაციშვილი შევარდნაძესაც ეთამაშება და ჟვანია-სააკაშვილის გუნდსაც: ანუ, როგორც თვითონ ამბობს, თავისი ტელევიზიის - „იმედის" ეთერს ერთ „ყლ...ბასაც" უთმობს და მეორესაც!


როგორც ჩანს, ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი ცამდე მართალია, როცა ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის მიერ ურეკში გადახდილ დიდ ზეიმს იხსენებს. ამ შეკრებაზე, გვიან ღამით, შაშიაშვილი შემთხვევით გადააწყდა ბადრი პატარკაციშვილის ოთახიდან გამოშვლოგინებულ სააკაშვილს, რომელიც იმერეთის გუბერნატორის დანახვაზე გაიქცა და დაიმალა. ეს გახლდათ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე პერიოდი...


როცა შაშიაშვილმა ბადრის ჰკითხა - სააკაშვილს შენთან რა ჯანდაბა უნდოდაო? - პატარკაციშვილმა, თურმე, ხელები გაშალა და თავმოძულებულმა უთხრა: რა ვქნა, მე ორივეს ვაფინანსებ, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაცო!..


სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან ისიც აშკარაა, რომ ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია მართლა მეგობრობდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ბადრისა და სააკაშვილის ურთიერთობაზე. მეტსაც გეტყვით, ვინც ჩანაწერს ყურადღებით წაიკითხავს და იმ ადგილს გაიზიარებს, სადაც ზურაბ ჟვანია ბადრის ეკითხება - ვინ დაგირეკა, სააკაშვილმაო? - აუცილებლად დამეთანხმება, რომ ხმები ჟვანია-სააკაშვილის თუნდაც ერთწუთიანი მეგობრობის შესახებ მითი და ყურით მოთრეული ზღაპარია!


ნებისმიერი ფსიქოანალიტიკოსი, ვისაც ამ საქმისა რამე გაეგება, ბეჭედს დასვამს, რომ წინამდებარე ჩანაწერის თანახმად, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან!..


ცხონებული ბადრი კი, როგორც მილიარდერი და კარგი თბილისელი კაცი, - შევარდნაძეს, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის ისე გამოიყურება, როგორც დრეიფზე მდგარი გემი, რომელსაც მეკობრეები შეესივნენ და ძარცვავენ...


როგორც კი პატარკაციშვილში ქართულმა ღირსებამ ამოხეთქა და დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, სააკაშვილის ლოცვა-კურთხევით, ბადრი მოკლეს!


უფრო ადრე სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას გამოუტანა სასტიკი განაჩენი!..


ანუ ჩანაწერის სამი უმთავრესი ფიგურანტიდან ცოცხალია მხოლოდ სააკაშვილი, რადგან ედუარდ შევარდნაძეც კი, რომლის აჩრდილი თავიდან ბოლომდე გასდევს ზემოთ მოყვანილ სატელეფონო საუბარსა და დღევანდელობას, უკვე კარგა ხანია, კრწანისის ველზე მიიცვალა!


სააკაშვილი დღესაც ეგზიტპოლების მანიპულირებით ცდილობს ფონს გასვლას!..


ვნახოთ, რით დამთავრდება ეს სასიკვდილო თამაში!

 

 

https://vid.me/xgqt

 

 

დიტო ჩუბინიძე









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner