logo_geo
eng_logo
ნინო ჩაკვეტაძე: ძალიან შრომატევადია, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს
- +

12 ოქტომბერი. 2016. 18:23



მხატვარ-ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობს და საბავშვო წიგნებისთვის ილუსტრაციებს ქმნის. მისი ძირითადი თემა ბავშვები და მოხუცებია დ ამბობს, რომ ეს არის ის სფერო, სადაც თავის თავს ყველაზე კარგად ხედავს.


ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და მისმა ნახატებმა არაერთი ადამიანის ოჯახში დაიდო ბინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელოვანის ნახატებით ფსიქოლოგებიც დაინტერესდნენ და ერთგვარი ფსიქოლოგიური სეანსებისთვისაც იყენებენ. ამის შესახებ თავად მხატვარი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „სხვა შუადღე" საუბრობს.

 

„ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და აღმოვაჩინე, რომ ბავშვობაში ლექსები მქონდა გადაწერილი რვეულში და ვაფორმებდი ნახატებით. შემდეგ ფერწერის განხრით დავამთავრე სამხატვრო აკადემია. მე თვითონ მივედი გამომცემლობაში და გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით ჩემი შესაძლებლობები მეცადა. ძალიან შრომატევადია, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს.

 

ჩემი ნახატები სოციალური ქსელებით ძალიან გავრცელებულია. ერთი ებრაელი ფსიქოლოგი დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ ჩემი მზა ფერწერული ნამუშევრებით შეექმნათ ფსიქოლოგიური კარტები, რომლითაც სეანსებს ატარებენ. 60 ნახატი უკვე გამოიყენეს და სულ ახლახან, ყაზახეთშიც გამოიყენა ჩემი ნახატები ერთმა ფსიქოლოგმა", - განაცხადა ნინო ჩაკვეტაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner